„შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა „შტადლერმა’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კომპანია „შტადლერს’’ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი – Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ, ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სრულად პასუხობენ უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.
შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავს რეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.
ამგვარი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია „შტადლერი” აწარმოებს როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები.
საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები