ზაზა სარალიძე: ერთ-ერთი საუბარი მე და ზვიად კუპრავამ ჩავიწერეთ, „რუსთავი 2“ -ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი

„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი, მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

„თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ ამ ორიდან – დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ დამარწმუნა. რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

დეპუტატ ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია, გარკვეული მტკიცებულება ჩანაწერის სახით, ხომ არ ყოფილა შეთავაზება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ ისინი ოფიციალურად დაჰკითხავდნენ ამ საკითხზე და იყო თუ არა მზად, ეს ჩვენება მიეცათ საგამოძიებო ორგანოებისთვის და მათ, შორის, წარედგინათ ეს ჩანაწერი, სარალიძე აცხადებს, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ასეთი რამე, ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც რუსთავი 2-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა ჰქონდათ შესაძლებლობა დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დავუბარებივარ“. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები