სინოდი: აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო პროპაგანდა უნდა გაძლიერდეს

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სინოდის ოქმში დემოგრაფიულ პრობლემებზეცაა საუბარი. ოქმის თანახმად, სინოდის კრება მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ქვეყანას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მართებს.

“კრება მიიჩნევს, რომ საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა.

გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას”,-აღნიშნულია სინოდის ოქმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები