თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რობაქიძის, კარალეთის, ცაბაძის, სამტრედიის, აგლაძის, სტანისლავსკის, გუდაუთის და ელიავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10;00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას V ქუჩის, ჭედიას და კობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ნადარეიშვილის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის და გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ტყვიავის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ლერმონტოვის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, სამგორის (ნაწილობრივ), პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები