თერჯოლაში მცხოვრებ ვეტერანებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, სულ 120-მდე ბენეფიციარს, ჩიჩუების თვალის კლინიკის ექიმებმა თვალის გამოკვლევები უსასყიდლოდ ჩაუტარეს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დებუტატი, ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბონდო სოფრომაძე თანამშრომლებთან ერთად და თერჯოლის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ავთანდილ ჩუბინიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები