1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის უწყებაში 3000 მეხანძრე- მაშველია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 600 -დან 1000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები