მეუფე პეტრე: სინოდის სხდომაზე, პატრიარქის მხრიდან, მეუფე შიოს მოსაყდრეობის საკითხი განიმარტა

ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა, პეტრე ცაავამ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომაზე, პატრიარქისგან მეუფე შიოს საკითხი განიმარტა.
მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე საუბარი უკრაინის ავტოკეფალიასაც შეეხო.
“მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო. მისი მოსაყდრეობა ლეგიტიმურად მიმაჩნია. ასევე, ვიმსჯელეთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია.
უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 49 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები