კახაბერ გვანცელაძე: ახალი სააღმზრდელო პროცესისთვის, უსაფრთხოების ბადეები ყველა ბაღში იქნება დამონტაჟებული

“ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც რამდენიმე სექტორს შეიცავს”,-ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სააღმზრდელო პროცესისთვის, უსაფრთხოების ბადეები ყველა ბაღში დამონტაჟდება.
“პრიორიტეტულია შენობების კონსტრუქციული მდგრადობა, რაზეც მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოება, ჩვენ ახალი ტექნოლოგიებით სამისამართო კვამლის დეტექტორს ვაყენებთ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება, ვარემონტებთ სახანძრო კიბეებსაც. მესამე პრიორიტეტია ყაზტრანგაზის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც არ არის მიზანშეწონილი, შენობაში იყოს გაზქურები, აქედან გამომდინარე, უკვე 12 ბაღში ვცვლით გაზქურებს ელექტროქურებით. უსაფრთხოების ბადეები ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია და 17 სექტემბრამდე ყველა ბაღში იქნება დამონტაჟებული. ამასთან, მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, ვთხოვეთ მათ, რომ მეტად აქტიურები იყვნენ და ზაფხულის პერიოდში მოგვეხმარონ, რათა ყველა სამზარეულო მოვაწესრიგოთ და 17 სექტემბრისთვის მზადყოფნაში ვიყოთ სააღმზრდელო პროცესისთვის. ესაა ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტები, რომლის იმპლემენტაციასაც ვახორციელებთ გარკვეული პროექტების მიხედვით”,-განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები