ფერისცვალების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ავლაბარში, ფერისცვალების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლი ავარიული იყო.
მათივე თქმით, ბოლო ერთ კვირაში ეს ამ უბანში ჩამონგრეული უკვე მეორე სახლია. ნგრევისას არავინ დაშავებულა, რადგან შემთხვევის დროს მეპატრონეები სახლში არ იმყოფებოდნენ.
მოსახლეობის თქმით, უბანში თითქმის ყველა სახლი ავარიულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები