პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. თუმცა, არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანას, სადაც პარლამენტარი იჯდა, მიკროავტობუსი შეეჯახა. მსუბუქ ავტომანქანას ზვიად კვაჭანტირაძის მძღოლი მართავდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული სამართადარღვევათა კოდექსის 125 -ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები