მამუკა ბახტაძე: შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

„შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.
„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელი. რეგიონებს შორის სამწუხაროდ არსებობს ასიმეტრია და ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია არის საკმაოდ დადებითი და ამას ხელი უნდა შევუწყოთ.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შარშან იყო ისტორიული მაქსიმუმი საქართვლოსთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება დასაქართველოს ყველა მოქალაქე ამით კმაყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება პირველ კვარტალს, აქ მოხდა რამდენიმემნიშვნელოვანი პროცესი. პირველი – “ბი პი”-ს ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა და მეორე – ადგილობრივმა რეზიდენტმა კომპანიამ იყიდა არარეზიდენტი კომპანია. ეს იყო ძალიან მსხვილი ტრანზაქცია, კომერციულ დეტალებში არ შევალ, ალბათ ყველამ იცის ამ ტრანზაქციის შესახებ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები