„რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, რკინიგზაში დაბრუნდა“

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით დაინტერესებულია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღნიშნულის მიზეზი კი, ბახტაძის განმარტებით, ისაა, რომ დავით კეზერაშვილი ფლობდა რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას “ატალოსი”, რომელიც რკინიგზაში დაბრუნდა.
ბახტაძის განცხადებით, “ატალოსი” ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა.
“მე ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს, ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე. ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზე და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. მაგრამ, საოცარია ის,რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას ამბობს მთავრობა, რომლისთვისაც მომგებიანია იმ 9 წელზე აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საუბრობთ. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც გაქვთ. და ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას – კომპანია “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მესმის, რომ ის 30-მილიონიანი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები