ეკა ბესელია: ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსები

„ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპონენტების, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან თეა წულუკიანის კრიტიკას.

„რომ ვაკვირდები, რა სახეს იღებს პერსონალური შეტევა, მგონია, ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები. არ მიყვარს ასეთი ხაზგასმა, მაგრამ ბოლო პერიოდში ასეთი განცდა გამიჩნდა. ეს ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები