შსს: სამართალდამცველები პანკისში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილის უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ეძებენ.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ბესლან წუწაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს.

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფელ ბირკიანის მკვიდრია, უკვე მეორე კვირაა დაკარგულია.

მათივე თქმით, ოჯახისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი, არსებული ინფორმაციით, წუწაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, სადაც, სავარაუდოდ, ოსურმა მხარემ დააკავა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბესლან წუწაშვილი, სავარაუდოდ, მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები