როგორ აფასებს ნინო ჩხობაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივას

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“, თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი მიმართულებით ინსტიტუტის შექმნა ურიგო არ იქნება.

თუმცა ჩხობაძე ფორმულირებას იწუნებს და თვლის, რომ აღნიშნული სახის ინსტიტუტი ეკოომბუდსმენის ნაცვლად, გარემოს დაცვის ომბუდსმენის სახით უნდა დამკვიდრდეს.

ამასთან, ექსპერტის თქმით, გარემოს დაცვის ომბუდსმენი ნამდვილად საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპები და მიზნები განხორციელდეს.

„ზოგადად, ასეთი ინსტიტუტის არსებობა არ იქნება ურიგო, თუმცა, მე ისევ და ისევ ძალიან კრიტიკულად ვუყურებ სიტყვა „ეკოს“ ხმარებას, უკეთესი იქნებოდა – გარემოს დაცვის ომბუდსმენი. მეცნიერების -ეკოლოგიის ომბუდსმენი ნამდვილად არ გვჭირდება, მაგრამ გარემოს დაცვის ომბუდსმენი საჭიროა, თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპები და მიზნები განხორციელდეს, თუნდაც იმისთვის, რომ გამოყენებულ-იქნას „მწვანე ეკონომიკის“ ელემენტები და ახალი მიდგომები დაიწყოს ბიზნესთან მიმართებაში. დიდი ხნის მანძილზე გვაქვს საუბარი, თუ რა უნდა გააკეთოს გარემოს დაცვის ომბუდსმენმა, რა უნდა შედიოდეს მის ფუნქციაში – ალბათ უნდა დაიცვას გარემოს ინტერესები, თუმცა, მხოლოდ ის ვერ ეყოფა ქვეყანას, თუ დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ იქნება. გარემოს დაცვის ომბუდსმენის ამოცანა, რამდენადაც დაანონსდა, უკავშირდება „მწვანე ეკონომიკის“ დაფუძნებას, ამისთვის საჭიროა ქვეყანაში „მწვანე ბიზნესების“ არსებობა და მისი ლობირება და ამ შემთხვევაშიც ერთი ადამიანი – მხოლოდ გარემოს დაცვის ომბუდსმენი ვერაფერს გახდება თუ მთელი სისტემა არ იარსებებს”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ახალ სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობაშია“ აღნიშნულო, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები