არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძემ ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს კოორდინაცია და თანამშრომლობა პარლამენტთან და მამუკა ბახტაძემ გამოხატა მზაობა, რომ პარლამენტთან იქნება თანამშრომლობა.

„მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები, ეს არის: ფინანსური ამნისტია, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ინვესტირება, გადასახადების დაწევა, პოლიციელებისთვის, მეხანძრე–მაშველებისთვის ხელფასების ზრდა, ამის გარდა, არის 32 მიმართულება და ინიციატივა, რომელიც მის გეგმაშია წარმოდგენილი და ჩვენ მივესალმებით, რომ ქმედითი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები აქვს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საჭიროებებზე აისახება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები