კახეთში, 70 წლის მამაკაცს, შშმ პირი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

კახეთის ერთ-ერთ სოფელში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი, 70 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, გააუპატიურა.

როგორც ის ამბობს, მამაკაცი მასთან ერთი წლის განმავლობაში მეგობრობდა, შემდეგ კი დასახლებისგან მოშორებით სასეირნოდ დაპატიჟა და იძალადა.

აღნიშნული ფაქტი პოლიციას ოჯახმა უკვე შეატყობინა, ექსპერტიზის პასუხები კი ორ კვირაში იქნება ცნობილი.

70 წლის მამაკაცის ინფორმაციით, მას მსგავსი საქციელი არ ჩაუდენია. მისივე თქმით, ის ოჯახის ახლობელია და სქესობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალთან არ დაუმყარებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები