შავი ზღვის სანაპირო ზოლში დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს.

როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სპეციალისტების მიერ, კვლევები მიმდინარეობს, დაინტერესებულ პირებს უახლოეს მომავალში კვლევების შედეგები ეცნობებათ.

„სამწუხაროდ სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება რისი მიზეზიც მთელის რიგი ფაქტებია , მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზეე (153)

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დროული რეაგირება და გამორიყვის კონკრეტული ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები“, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები