მამუკა ბახტაძე: ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაცმოძრაობისთვის“ (ვიდეო)

0

„თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი – არა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მისი პირადი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული.
„მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 2012 წელს, რათა არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, თქვენ შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება საბანკო საქმიანობის შესახებ. ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოყენებულ იქნა მხოლოდ ტექნიკურად“, – განაცხადა ბახტაძემ დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2012 წელს დაკავებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“.
„2012 წელს დაკავებული ვიყავი ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს, მთელ ქართველ ერთან ერთად, ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი