თბილისში, ნარკოტიკის ზედოზირებით მამაკაცი გარდაიცვალა, მისი ძმა კი კომაშია

თბილისში, კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებით მამაკაცი გარდაიცვალა, მისი ძმა კი კომაშია, – ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი ლალი აფციაური ავრცელებს.
„კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლალი აფციაურს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული დაადასტურა.
მისი თქმით, ძმები ალადაშვილის სახელობის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
აფციაური აცხადებს, რომ ექიმებმა, მცდელობის მიუხედავად, ერთ-ერთი ძმის კომიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი “კვირას” კლინიკაშიც დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები