კახა კახიშვილი ბიზნესს ციხეებში სამუშაო ადგილების შექმნის წინადადებით მიმართავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ბიზნესს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნის წინადადებით მიმართავს.
„სამუშაო კერები ეს არის, მე მგონი, მთლიანად ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პოპულარული ასევე საზოგადოებაში. მე ვსარგებლობ დღევანდელი ტრიბუნით და მივმართავ ბიზნესს, რომ იქნებ რამენაირად მოახდინოს პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ შევეცდებით, საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, პენიტენციურ სისტემაში დამზადებული პროდუქცია იყოს ადვილად შესაძენი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ ამან წაახალისოს ბიზნესი და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები