რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ მერიის ინიციატივა გააცნო

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ი. მეუნარგიას 58 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, რომლებმაც ავტოფარეხების ადგილას სკვერის მოწყობის სურვილი გამოთქვეს. მაჟორიტარმა და გამგებელმა შეხვედრაზე მოსულებს ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტოფარეხების დემონტაჟის მომხრეა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში, დემონტაჟი დაიწყება, რასაც გამგეობა უზრუნველყოფს. შედეგად, გაიზრდება სკვერის ტერიტორია, ბავშვების უსაფრთხოებისთვის მოეწყობა ჯებირები და გარე განათება.
ამ ტერიტორიის ნაწილზე სკვერი გამგეობამ გასულ წელს მოაწყო, დარჩენილი ნაწილის გამწვანება კი ავტოფარეხების არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა.
„ჩუღურეთის რაიონი უერთდება თბილისის მერიის ინიციატივას და მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, ავტოფარეხების დემონტაჟს ამ ტერიტორიიდან ვიწყებთ. სულ მალე, ამ ადგილს უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, გამწვანება დაამშვენებს, რომელიც ჩვენს რაიონს (გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე) ისედაც აკლდა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები