„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობილი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის და თხილის მოვლა-მოყვანის საკითხებზე სპეციალისტებმა ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლების მაცხოვრებლებს კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ფერმერებს თხილის მავნებლებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და თემატური ბროშურები გადასცეს.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 3 წელია ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები