1 ივლისიდან, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება

შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ელი ივლისიდან, 13 200 პოლიციელს ხელფასი მოემატება.
როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პოლიციელებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ.
„ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები