სოფელ ილემში საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები მოეწყობა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, სოფელ ილემის დეპუტატი ჯემალ გორგოძე და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, სოფელ ილემში იმყოფებოდნენ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის აღდგენა ორ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე ხდება და საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს.
„პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს და დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. გვაქვს პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გზების რეაბილიტაცია, ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს“ – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
ადგილობრივმა დეპუტატმა, ჯემალ გორგოძემ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შესრულებული სამუშაოების ხარისხს: „გზასთან ერთად სტანდარტის სრული დაცვით კეთდება სანიაღვრე არხები და ბეტონის საყრდენი კედელი. ორივე ძალზე მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მომავალში, აღდგენილი გზა დიდხანს და უსაფრთხოდ ემსახუროს სოფლის მოსახლეობას“– აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები