მოსკოვში, ფეხბურთის მატჩზე ჩასული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ რაიონში, საქართველოს მოქალაქე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეგნუმი“ პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცის გვამი ორი დღის წინ, 17 ივნისს, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. ცხედარს სხეულზე არ აღენიშნება ძალადობის კვალი. პოლიცია ამ ეტაპზე ცდილობს დაადგინოს მამაკაცის გარდაცვალების მიზეზები.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნარკომომხმარებელი იყო, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.
ბინაში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს გარდაცვლილის პასპორტი და სხვა დოკუმენტები, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ის რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები