ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე: ჩვენ დავასრულეთ საგამოძიებო მასალების შესწავლა

ომბუდსმენის აპარატმა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
ამ დროისთვის, ომბუდსმენის აპარატი სასამართლოს მასალებს სწავლობს.
“ჩვენ დავასრულეთ საგამოძიებო მასალების შესწავლა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვსწავლობთ სასამართლოს მასალებს. გავეცანით განაჩენს, თუმცა ვეცნობით სასამართლოს მასალებს და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება იმიტომ, რომ თვითონ სასამართლო პროცესზე კიდევ სხვა პროცესები განვითარდა, რამაც დამატებითი გარემოებები გამოავლინა. ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება უკვე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა. ასე რომ, მზად ვართ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება. მათ შორის, ვთანამშრომლობთ შსს-თან და ვაწვდით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც ვხედავთ გამოძიების პროცესში”, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, გამოძიებას ჩასატარებელი აქვს დამატებითი ღონისძიებები იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, რადგან სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენით, ეს დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები