ზუგდიდში, ძმამ 35 წლის და დანით დაჭრა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ და დანით დაჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 35 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 (პრიმა) – 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები