თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილორივ) და სარაჯიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის გამზირის, საირმის გორის, ბურძგლას, მიცკევიჩის, გოძიაშვილის, კარტოზიას, შმიდტის, საირმის, ცაგარელის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ოდიშვილის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, არდაზიანის, ისაკაძის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის ქუჩების და ზემო ვეძისის დასახლების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის I, IVბ მიკრორაიონების და გლდანის მასივის I მიკრორაოინის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაოინის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გიორგი ნადარეიშვილის მცხოვრებლებს.
ხოლო 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, აჰმედ ჯავადის და ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები