“ლოკომოტივის” ქართველი ფეხბურთელის ბინაში გულშემატკივარის გვამი იპოვეს

მოსკოვში “ლოკომოტივის” ფეხბურთელის სოლომონ კვირკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს.
გარდაცვლილი რომეო კოპალიანია.
მას თან ჰქონდა გულშემატკივრის ბილეთი.

წინასწარი ვარაუდით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებაა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცავებმა შპრიცები აღმოაჩინეს. გარდაცვლილს სხეულზე ნარკოტიკების მოხმარების კვალიც ეტყობა.
კოპალიანთან ერთად “ლოკომოტივის” მცველთან სტუმრად ასევე იმყოეფებოდა კიდევ ერთი გულშემატკივარი, თუმცა სამართალდამცავებს ის ადგილზე არ დახვდათ.
თავად კვირკველია ამჟამად კვიპროსში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები