დუშეთში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები და ქუჩები დაიტბორა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ 22 შეტყობინებაა შესული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყალს ტუმბავენ.

უწყების ცნობით სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან.

სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში, თუმცა ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები