საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს გაიმართება
საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს გაიმართება.
„წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება. გასულ წელს სინოდის სხდომა 9 მარტსა და 11 ოქტომბერს გაიმართა.