სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ) ახალი პროგრამის –  „ელექტრონული ჟურნალის“  პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია 19 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენცი დარბაზ „აჭარაში“ გაიმართება.

მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის რეჟიმში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს.

ღონისძიებას დაესწრებიან  პარლამენტის,  სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა გახსნის. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაციას კი კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები