საბავშვო ბაღების დირექტორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე და სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დედაქალაქის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღების დირექტორებს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა  და  საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბაღების მართვის სააგენტოსთან, გაიცემა რეკომენდაციები, რათა ბაღების კვების ბლოკებში არსებული ვითარება, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათით მომარაგება, ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი და სხვა ნორმები  სრულად შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები