მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, არქიფო ნამგალაძეს 100 წელი შეუსრულდა

არასამთავრობო ორგანიზაცია, ” საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის” ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში, 15 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. არქიფო ნამგალაძე  100 წლის გახდა.

იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და  სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

ღონისძიებას  ასევე დაესწრნენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საბურთალოს რაიონის სამმართველოს წარმომადგენლი, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის” თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია და სხვები.

არქიფო ნამგალაძე ფრონტზე ომის დაწყებისთანავე 21 წლის ასაკში წავიდა. იბრძოდა ქერჩში და დღემდე კარგად ახსოვს ბრძოლის მოვლენები. იყო მეტყვიამფრქვევე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები