მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა – მათ შორის 2 ბავშვია

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 2 – ბავშვია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოთუას ქუჩის შესახვევის მიმდებარე ტეროტორიაზე, ერთმანეთს 6 მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულებიდან 2 ბავშვია, რომლებიც იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთ მათგანს თავის ტრავმა აქვს მიღებული, ხოლო მეორეს ქვედა კიდურის ტრავმა.
რაც შეეხება ქალბატონს, რომელმაც ავარიის შედეგად, ქვედა კიდურის ტრავმა მიიღო, „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები