გომბორის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

0

უამინდობის გამო დაკეტილ გომბორის უღელტეხილზე გზა გაიწმინდა და საავტომობილო მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით სარგებლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი