გარემოს ეროვნული სააგენტო: 16 ივნისს მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია გამოიწვიოს ღვარცოფული პროცესების გააქტიურება

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით 16 – 18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესი ინფორმაციით 16 ივნისს საქართველოში საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. 17-18 ივნისს კი საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +23, +25 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპარატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.
ქ. თელავში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +25, +27 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება.
ქ. ბათუმში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +22, +24 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.
ქ. ქუთაისში 16 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20,+22 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.
ქ. ზუგდიდში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +19,+21 გრადუსი იქნება. 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი