ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ესტუმრა

0

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს სულხან ღლონტს შეხვდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარეს ყველა ის პროექტი გააცნო,  რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ახორციელებს. ყურადღება გაამახვილა იმ სარეკლამო აქტივობებზე, რომელსაც დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ატარებს. მათ შორისაა სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის შესაძლო სტატუსზე.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ძალიან აქტიური ორგანიზაციაა  და ამ ორგანიზაციის აქტიურ პოლიტიკას  რეგიონისა და ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი იყო ერთ-ერთი სავალდებულო კომიტეტი აჭარის კონსტიტუციის  განხილვისას, რომელმაც მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს ინსტიტუცია სამინისტროს   სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბდეს.

კომენტარები

კომენტარი