სამგორში, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ვარკეთილის მედიათეკაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში ოცამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამგორის მოსახლეობას 1500-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.

გიორგი დოხტურიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დასაქმება მმართველი გუნდის პრიორიტეტია.

„დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი დღეც, დასაქმების ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ფორუმში მონაწილეობს ოცამდე კომპანია, რომელსაც 1500-ზე მეტი ვაკანსია აქვს წარმოდგენილი. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ამათუიმ ვაკანსიაზე სხვადასხვა კომპანიას დავაკავშიროთ და მათი დასაქმება მოხდეს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დეპუტატი და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ბეზარაშვილი ფორუმის მონაწილეებს დასაქმების პროგამებზე ესაუბრნენ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი, კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი მოსიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები