საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე.
უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და გაჩერდნენ 90 დღე 180 დღიან პერიოდში“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები