რა გარემოებაში მოკლეს მუხაესტატეში პოლიციელი – მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად (ბუტა) ანთაძე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, 14 ივნისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების თქმით, ნასვამმა, 28 წლის ბ.ტ.-მ იქ მყოფი პოლიციელები სახლში საქეიფოდ დაპატიჟა, რაზეც პოლიციელებმა უარი განუცხადეს. გამთენიისას, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად ანთაძეს, მოულოდნელად, ზურგის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბრალდებულს პოლიციის უფროსთან გარკვეული უთანხმოება ადრეც ჰქონდა და აღნიშნული მკვლელობის ფაქტი, ხის გადატანას არ უკავშირდება.

„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის კურსელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები