სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი მოხდა – რას აცხადებენ შსს-ში

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“. ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა.

„სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, – განუცხადეს „კვირას“ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები