ჩუგოშვილი, სააკაშვილის განცხადებას მეზვრიშვილთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელს უწოდებს

„ეს განცხადება იყო სექსისტური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნათია მეზვრიშვილი არის ნამდვილად პროფესიონალი და თავდადებული საჯარო მოხელე.

„ეს განცხადება იყო სექსისტური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ნათია მეზვრიშვილი, რომელიც არის ნამდვილი პროფესიონალი და თავდადებული საჯარო მოხელე, არ ეკუთვნის ასეთი დამოკიდებულება, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები არცერთი ადამიანის მიმართ არ შეიძლება იქნას გამოყენებული. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ვერ გეტყვით, აირჩევს თუ არა მეზვრიშვილი სამართლებრივ გზას, თუმცა, მას შეუძლია იდავოს სასამართლოში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ გვერდზე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით, სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები