ევროპის თევზჭერის სააგენტოსთან კონტროლის ღონისძიებების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლები, ევროპის თევზჭერის სააგენტოს ორგანიზებით, ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, ინტეგრირებული მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებების პილოტური პროექტის შემაჯამებელი შეხვედრას დაესწრნენ.

მხარეებმა შავი ზღვის სანაპიროს სახელმწიფოების თანამშრომლობასა და საერთო კონტროლის მექანიზმების შემუშავების შესახებ იმსჯელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიურად თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის გენერალური თევზჭერის კომისიასა (GFCM) და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), კონტროლის მექანიზმებისა და ინფორმაციის მიმოცვლის კუთხით.

პროექტში საქართველოს ჩართულობა, შავ ზღვაზე თევზჭერის მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები