ვახტანგ ბუცხრიკიძე: ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, განათლების რეფორმა

როდესაც მამუკა ბახტაძე იყო ფინანსთა მინისტრი, ჩვენ ერთად ვსაქმიანობდით და ის ახალი ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ჩვენ პარტნიორობას დავამყარებთ – ამის შესახებ „თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განათლების რეფორმა, რაზეც გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

„თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის გრძელვადიანად განვითარებისთვის.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდის აქტივობებს, ვფიქრობ, სასწრაფოდ იქნება მნიშვნელოვანი ის რეგულაციები, რაზეც იყო საუბარი ანუ საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება. ვფიქრობ, ეს დროზე იქნება გასაკეთებელი, რადგან ჭარბვალიანობაზე მართლაც უკვე დიდი ხანია საუბარია და რაც უფრო სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება, მით უფრო სწორი იქნება“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები