ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

0

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, იგი თანასოფლელმა მოკლა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი