გუდაურში, მამა-შვილი კვადროციკლით ხევში გადავარდა – ორივე დაიღუპა

უბედური შემთხვევა გუდაურში – კვადროციკლი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვთან ერთად მართავდა, ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად მამა-შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვი 10 წლის ბიჭია.
დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები