გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ვარკეთილში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

თბილისის საკრებულოს  სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და სამგორის რაიონის გამგეობის  ორგანიზებით,  ვარკეთილში,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი სახის აქტივობები გაიმართა.

ღონისძიება ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე „რიგის სკვერში“ მარათონით დაიწყო და სკოლა “ოპიზაში” გაგრძელდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტებისათვის სისხლი გაიღეს.

მარათონში გამარჯვებულები საკრებულოს წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა დააჯილდოვა და მათ მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვეცადეთ ეს დღე, ღონისძიების მონაწილეებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. ჩატარდა მარათონი, რომელშიც მონაწილეობა  კერძო სკოლა „ოპიზისა“ და მესამე მასივში არსებული რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები