მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

0

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი, გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე გიო ხუციშვილის ოჯახს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი